"სიყვარულსა მალვა უნდაო" და ვეთანხები - რა ხდება სალომე ჭაჭუას პირად ცხოვრებაში?

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 16:35

არის თუ არა მოცეკვავე სალომე ჭაჭუა შეყვარებული და რა ხდება მის პირად ცხოვრებაში ამ თემებზე, მოცეკვავე ჟურნალ "თბილისელებს" ესაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


– ცოტა ხნის წინ ინტერნეტ-საიტებზე დაწერეს, რომ შეყვარებული ხარ, უფრო სწორად, მეორე ნახევარი გყავს. სახელი და გვარიც ეწერა, ლევან დგებუაძე. ეს სიმართლეა?


– საკმარისია ვინმესთან ერთად გადაღებული ფოტო დავდო, რომ აუცილებლად მსგავსი რაღაცები მოჰყვება ხოლმე. ჩემს ნათლულზეც კი დამიწერეს რაღაცები. დიდი ხანია მარტო ვარ და ბიჭთან რომ მხედავენ, მაშინვე წერენ ჭორებს. მე და ლევანი ბავშვობის მეგობრები ვართ, დოლიძელები. „ჩემს პრინცს“ რომ ვწერ ხოლმე, ჩემს ძაღლს ვგულისხმობ, ჩემს ბაზუკას. წლებია, ჩემს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ აღარ ვსაუბრობ და ამხელა ინტერესი ამიტომაც გაჩნდა. არც ადრე ვსაუბრობდი, უბრალოდ, სიტუაციამ მოიტანა და გარკვეულწილად მომიწია საუბარი. თუმცა, ამას შეცდომად არ მივიჩნევ. უბრალოდ, ყველა ადამიანი გარკვეულ ინტერპრეტაციებს აკეთებს. ცუდი თვისებაა, როდესაც ადამიანს არ იცნობ, მასზე ცუდი ილაპარაკო, ან მოისმინო და დაიჯერო. ადამიანებს რომ თავისი მოსაზრებები არ გაუჩნდეთ, სჯობს, არ ვისაუბრო. თან, ხომ ამბობენ: „სიყვარულსა მალვა უნდაო“ და ვეთანხები.


– თუმცა რომ გიყვარს, დამალვაც გიჭირს, გსურს მასზე ხშირად ისაუბრო.


– დიდი ხანია, არავინ მყვარებია, ამიტომ ვერ გეტყვი, მიჭირს თუ არა. ამ კუთხით არაფერი ხდება. რა ვქნა, დაწერონ, უბრალოდ, ზოგჯერ გული მტკივა, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, ყველაფერი ნეგატივში გაატარონ.


– ანუ ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვინც შეგიყვარდებოდა?


– ჯერ არ შემხვედრია. ძალიან რომანტიკოსი ვარ და მჯერა ისეთი წრფელი სიყვარულის, როგორიც ზღაპრებშია. სიყვარული ორივეს მხრიდან უნდა იყოს და მაშინ ხდება მაგარი ტანდემი და ქიმია – როგორც ამბობენ ხოლმე. მე ასე მაქვს გააზრებული. ორი ადამიანი რომ შეერწყას ერთმანეთს, არ არის მარტივი, რთულია. ძიებაშიც არ ვარ, რადგან არასდროს არაფერს ვეძებ, მით უმეტეს, სიყვარულს, რომელიც შეიძლება უცაბედად მოვიდეს ან რაღაც პერიოდმა განავითაროს.


– როგორია შენთვის საინტერესო მამაკაცი?


– მაღალი ინტელექტი უნდა ჰქონდეს. ჩემთვის ვიზუალსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ბევრი ამბობს, მთავარია შინაგანი სამყაროო, რა თქმა უნდა, მთავარია, მაგრამ სანამ ადამიანთან კომუნიკაციას დავიწყებ, მასში რაღაც უნდა მომეწონოს. ვიზუალს დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან ჯანსაღ ცხოვრებასთან, სხეულთან მჭიდრო და ახლო დამოკიდებულება მაქვს. ამ კუთხით ჩემს მეორე ნახევარსაც მივაქცევ ყურადღებას.


– როცა გიყვარს, თვალების დაბინდვები გემართება?


– დიდი ხანია, არ დამბინდვია თვალები. ადრე კი დამბინდვია. დიდ ყურადღებას ვაქცევ იუმორს, ჩემთვის მაღლა დგას და მნიშვნელოვანია.


 

წყარო: თბილისელები