იცოდით რომ ქლიავს ამდენი სასარგებლო თვისება ჰქონდა ?

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 16:16

ქლიავი დაბალკალორიულია და მასში თითქმის არ არის ცხიმები, სამაგიეროდ, დიდი რაოდენობით ბოჭკოვანები და ორგანული მჟავაა, რაც ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

 თუმცა მისი გადამეტებული მოხმარება მაინც არ შეიძლება, რადგან სხვა ხილივით, გარკვეული რაოდენობით შაქარს ისიც შეიცავს.
ქლიავი მდიდარია ვიტამინებით, განსაკუთრებით C ვიტამინით, რაც ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის სეზონის დაწყების წინ, როცა ვირუსული გრიპის საშიშროება მკვეთრადაა მომატებული.


ქლიავში შემავალი ორგანული მჟავები ხელს უწყობენ კუჭის წვენის გამოყოფას, რაც ეხმარება მას მჟავიანობის დაქვეითების დროს. აქედან გამომდინარე, მათ, ვისაც კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს, ამ ხილის დიდი რაოდენობით მიღებაზე უარი უნდა თქვან. აქვე აღსანიშნავია, რომ ქლიავი მადას აძლიერებს.


* ქრონიკული შეკრულობის დროს შეურიეთ ერთმანეთს ხორცსაკეპში გატარებული თანაბარი რაოდენობის შავი ქლიავი, ლეღვი, გარგარის ჩირი და დაამატეთ თაფლი. 1 სადილის კოვზი ნარევი მიიღეთ დილით, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი;


* თირკმლებისა და ღვიძლის დაავადებისას სვით ქლიავის კომპოტი;


* შეშუპების დროს რეკომენდებულია რეგულარულად მიიღოთ იოგურტით შეზავებული მოხარშული ჭარხლისა და ქლიავის სალათა;


* სისხლნაკლებობის დროს მიიღეთ მოლურჯო-იისფერი და წითელი ქლიავი;


* ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და თრომბოფლებიტის დროს ქლიავი და მისი წვენი აფერხებს სისხლის შესქელებას, გამოდევნის ორგანიზმიდან „ცუდ“ ქოლესტერინს, ზედმეტ სითხესა და მარილს.


* რევმატიზმისა და ნიკრისის ქარის დროს ხალხური მედიცინა გვირჩევს, ხშირად მივიღოთ შავი ქლიავი და 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე – 1 ჩაის კოვზი თაფლდამატებული ახალგამოწურული წვენი.


გაგაცნობთ ქლიავის ზოგიერთი ჯიშის სამკურნალო თვისებებს:


* ვიქტორიას (ყვითელი, ტკბილი რბილობით) ახალგამოწურული წვენი ან პიურე დაბლა სწევს კუჭის მჟავიანობას;


* რენკლოდი – სადესერტოა, სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის, შველის შეკრულობას, წმენდს ორგანიზმს, გამოდევნის მავნე ტოქსინებს;


* მირაბელი – მსუბუქი გამხსნელია. რეკომენდებულია 1-2 სადილის კოვზი მჟავე პიურეს მიღება ძილის წინ;


* უნგრული შავი ქლიავი, დღე დაიწყეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი წყლით, რომელშიც იხარშებოდა ქლიავი. საღამოს კი, ნავახშმევს, შეჭამეთ 3-5 ცალი შავი ქლიავი.


ქლიავი საზიანოა ჭარბწონიანებისთვის და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის, რადგან მასში გარკვეული რაოდენობის შაქარი შედის. ამიტომ ამ კატეგორიის ადამიანებმა ქლიავის მოხმარება უნდა შეზღუდონ ან საერთოდ შეცვალონ ის ნაკლებად ტკბილი ხილით.


ამ ხილის მიღება რეკომენდებული არ არის არც კუჭის მომატებული მჟავიანობის ან კუჭ-ნაწლავის მწვავე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.


ქლიავის წვენის მიღება არ არის რეკომენდებული მცირე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ამან შეიძლება მუცლის ტკივილი, ნაწლავის გაღიზიანება და დიარეა გამოიწვიოს. ქლიავის მიღება არ არის სასურველი არც რევმატიზმისა და პოდაგრის დროს, რადგან შარდმდენი ეფექტის გამო ორგანიზმიდან ზედმეტი რაოდენობით სითხის გამოყოფა ხდება.


ქლიავის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შეიძლება, კუჭის გადატვირთვა გამოიწვიოს, რასაც შედეგად დისკომფორტი და აირწარმოქმნა მოჰყვება. ჯანმრთელი ადამიანისთვის ქალიავის ოპტიმალური რაოდენობა დღეში 5 ცალს შეადგენს.

წყარო: თბილისელები