გაიგეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 15:32

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სიბერე დგება მაშინ, როცა მას ამის უფლებას თქვენ აძლევთ და ბიოლოგიურ ასაკთან შედარებით, მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ასაკია.

ტესტი დაგეხმარებათ, გაარკვიოთ, როგორ აღიქვამთ სამყაროს.


თუ მოცემულობას ეთანხმებით, დაწერეთ 4 ქულა;


თუ ნაწილობრივ ეთანხმებით – 3 ქულა;


თუ მეტწილად არ ეთანხმებით – 2 ქულა;


თუ საერთოდ არ ეთანხმებით – 1 ქულა.


* მე მშვენიერი იუმორის გრძნობა მაქვს;
* ინტუიცია არასდროს მღალატობს, მესმის რას გულისხმობენ სხვები;
* ვიცი, რომ მომავალში ბევრი სასიამოვნო რაღაც მელის;
* ადამიანებს მოსწონთ ჩემთან ურთიერთობა;
* ადამიანი მაშინაც მესიმპათიურება, როცა ჩემს შეხედულებებს არ იზიარებს;
* მე მიყვარს ბავშვები;
* მიყვარს თავსატეხების ამოხსნა;
* ვცდილობ, ყველა საქმე კარგად გავაკეთო;
* ყველა მოვლენის მიზეზი მაინტერესებს;
* ბევრი გატაცება მაქვს;
* ნებისმიერი ცვლილება უკეთესობისკენ არის;
* საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვის;
* ზოგჯერ ოცნება მიყვარს;
* ნებისმიერი მუსიკა განწყობას მიმაღლებს;
* ინტერესით ვხვდები ახალ იდეებს;
* არ ვუშინდები სირთულეებს;
* გულიანად ვიცინი ხუმრობებზე;
* გარშემო ერთგული ადამიანები მყავს;
* ფიზიკური აქტივობებისგან სიამოვნებას ვიღებ;
* მიყვარს ადამიანების გაცნობა;
* მინდა, რაღაც ახალი ვისწავლო;
* ვცდილობ, ყოველთვის კარგად გამოვიყურებოდე;
* წვრილმანებს არ მივცემ უფლებას, ხასიათი გამიფუჭოს;
* მომწონს ჩემი ყოველდღიურობა;
* მე კიდევ გამოვავლენ ჩემს შესაძლებლობებს.


დაითვალეთ ქულები და ნახეთ შედეგები:


თუ გაქვთ 75 ქულა და მეტი: ასაკის მიუხედავად, აღსავსე ხართ ენერგიითა და შესაძლებლობებით. საკუთარი თავის რწმენა გაქვთ და სულ წინ მიდიხართ. ოპტიმისტს და კეთილგანწყობილს სიბერე დიდხანს არ გემუქრებათ.


50-75 ქულა: პრობლემებმა და სტრესმა ცოტა დაგასუსტათ, მაგრამ ისწავლეთ მათთან გამკლავება. ყოველდღიურობისგან ბოლომდე არ დათრგუნულხართ. ცოტა მეტი ოპტიმიზმი არ გაწყენთ.


50 ქულაზე ნაკლები: ცხოვრებაში ბევრი გინახავთ და ყველაფრის ფასი იცით, მაგრამ აუცილებლად უნდა დაიჯეროთ, რომ კიდევ უამრავი რამაა საინტერესო. სიბერე ჯერ შორს არის და ნუ მოიახლოებთ.

წყარო: თბილისელები