რა შემთხვევაში არ უნდა გაიკეთოთ ოქროს ბეჭედი?

  • თბილისელები
  • 12 აგვისტო 15:06

ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი, მანანა შ-ია ჟრნალ "თბილისელებთან" საჩვენებელი თითის მნიშვნელობაზე საუბრობს:

საჩვენებელი თითი ხელზე, რომელსაც „ღამესაც“ კი უწოდებენ, ისეთ შავ ენერგიას გამოყოფს. საჩვენებელი თითით ვინმეზე მითითებამ შეიძლება, ენერგეტიკული დარტყმაც კი მოაყენოს მსხვერპლს იმ შემთხვევაში, თუ მიმთითებელს ძლიერი ენერგეტიკა აქვს და თან, ცუდსაც ფიქრობს მასზე. საერთოდ, ამ თითში თავს იყრის: სწრაფვა წარმატებისკენ, ძალა, ჟინი, ამბიცია, სიამაყე, ამპარტავნება. ამიტომ, თუ არ გინდათ, რომ ეს ემოციები ზედმეტად გააქტიურდეს, არ არის სასურველი, ამ თითზე ატაროთ ბეჭედი, განსაკუთრებით კი ოქროსი. მაგრამ, თუ ამ თვისებების ნაკლებობას განიცდით: არ გჯერათ თქვენი შესაძლებლობების და არც საკუთარი თავი გიყვართ, მაშინ პირიქით, რაღაც დროის განმავლობაში ამ თითზე ოქროს ბეჭედი უნდა ატაროთ, ღამით კი მოიხსნათ. საჩვენებელი თითი ადამიანს ანტენის მაგივრობასაც უწევს, რადგან კარგად იჭერს ნატიფ ენერგიას, რაც მის პატრონს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. განსაკუთრებით ეს ძალუძთ მგრძნობიარე ადამიანებს ძლიერი ინტუიციით, რომელთაც ნატიფი ენერგიის მიღება შეუძლიათ – ამით ზებუნებრივი ძალები მათ უმწვავესი პრობლემების გადაჭრაშიც კი დაეხმარებათ. მაშ ასე, დასვით თქვენთვის სასურველი კითხვა, ორივე საჩვენებელი თითი ზემოთ ასწიეთ და ასე გააჩერეთ რაღაც დროის განმავლობაში, თან თქვენს კითხვაზე კონცენტრირდით. მერე დაუშვით ხელები და სასიკეთო პასუხსაც მალევე მიიღებთ. ზემოთ აწეული საჩვენებელი თითი ადამიანის კოსმოსთან კავშირის სიმბოლოა", - ამბობს ეზოტერიკოსი.

წყარო: თბილისელები