"საწყალმა 1 თვე იშიმშილა"- დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მამაკაცი გარდაიცვალა

  • primetimenews.ge
  • 12 აგვისტო 00:38

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მცხოვრები 34 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა.

„პრაიმტაიმს“ წყარომ განუცხადა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც შიმშილობა დაიწყო. პროტესტის უკიდურეს ზომას მან მას შემდეგ მიმართა, რაც აშშ-ში სწავლის დაფინანსებაზე უარი უთხრეს.

ის დღეს ფოთში დაკრძალეს. იქ ირაკლი თორდინავას ბიოლოგიური დედა ცხოვრობდა.

გასაგები მიზეზების გამო „პრაიმტაიმი“ წყაროს სახელსა და გვარს არ აკონკრეტებს.

„ირაკლი თორდინავა 34 წლის იყო. ის ნიჭიერებით გამოირჩეოდა. მისი მიზანი თბილისში საცხოვრებლად გადასვლა, უცხო ენის სწავლა და აშშ-ში სასწავლო პროგრამით გამგზავრება იყო. რასაც თვეების განმავლობაში ელოდებოდა. პანსიონატში მას პირველადი საჭიროებები სრულად დაკმაყოფილებული ჰქონდა. თუმცა, მას საჭმელზე მეტად სწავლა უნდოდა...

როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მის ცხოვრებაში არაფერი შეიცვალა, შიმშილობა გამოაცხადა. საწყალმა 1 თვე იშიმშილა. ტრეფიკინგის ფონდს როცა მიმართა უთხრეს საჭმელი ჭამე, დაგეხმარებით, გასწავლით და ხელს შეგიწყობთო, მაგრამ ის უკვე იმედგაცრუებული იყო. მაგან თავის თავი გაწირა. ჰყავდა ბიოლოგიური დედა, რომელიც ფოთში ცხოვრობს. მან  უთხრა, თუ ყველაფერი არ შეგისრულეს, იშიმშილეო. ისე მოვლას, ტანსაცმელს და პატრონობას არ აკლებდნენ, მაგრამ ამერიკაში სწავლაზე ოცნებობდა. როცა განსაკუთრებულად დამძიმდა ამდენი შიმშილით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ჩვენს დაწესებულებაში დირექტორი ყველაზე იშვიათი სანახავია. მაშინ მოდის მხოლოდ სამსახურში, როცა მონიტორინგის სამსახური ჩამოდის“ - ამბობს „პრაიმტაიმის“ წყარო.  

მეტი ინფორმირებულობისთვის შეგახსენებთ, რომ დუშეთის შშმ პირთა პანსიონატი ტრეფიკინგის სახელმწიფო ფონდს ექვემდებარება. ამიტომ „პრაიმტაიმი“ აღნიშნულ დაწესებულებას მომხდარის გამო დაუკავშირდა.

როგორც დაწესებულების დირექტორმა „პრაიმტაიმთან“ განმარტა, ირაკლი თორდინავა ნამდვილად ითხოვდა თბილისში სწავლის მიზნით გადმოსვლას. თუმცა, მერი მაღლაფერიძის თქმით, ის არა სუიციდის, არამედ - ინსულტის მსხვერპლი გახდა. 

„გარდაიცვალა ინსულტით, გადიოდა მკურნალობას,გვეგონა გაუმჯობესდა ჯანმრთელობა, მაგრამ მოულოდნელად მდგომარეობა დამძიმდა. ბევრი ერთმანეთთან დაკავშირებული ორგანული პრობლემები ჰქონდა, ამას შიმშილთან და სუიციდთან კავშირი არ ჰქონია.



სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge