რატომ იზრდება ოქროს ფასი?

  • M2B
  • 11 აგვისტო 21:00

ოქროზე ფასის სწრაფი ზრდა ამერიკასა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო ომმა და მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მხრიდან დოლარზე დამოკიდებულების შემცირების მცდელობის გაძლიერებამ გამოიწვია. ამის შესახებ ესპანური გაზეთი ABC იტყობინება.

 

2018 წლის ოქტომბრიდან დღემდე ოქროს ფასი 25% -ით გაიზარდა. 


გამოცემის ცნობით, მხოლოდ 2019 წლის პირველ ექვს თვეში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ორგანიზაციებმა 374 ტ ოქრო მოიპოვეს, ანუ - 57% -ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.


თავის მხრივ, ძვირფასი ლითონების დილერის კომპანიის Sharps Pixley-ის გენერალურმა დირექტორმა როს ნორმანმა აღნიშნა, რომ ოქრომ სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, კიდევ უფრო მომგებიანი გახდა.


მსოფლიო ოქროს საბჭოს მარკეტინგული კვლევის დირექტორის ალისტერ ჰეიიტის თქმით, ოქროს შენაძენით განვითარებადი ქვეყნების ცენტრალური ბანკები ლიდერობენ. ესენი არიან : რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი და ყაზახეთი. ეს ოქროზე მოთხოვნას ასტიმულირებს და დოლარს ასუსტებს.

სრული ვერსიის ნახვა M2B