როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს - რჩევები

  • 1tv.ge
  • 10 აგვისტო 14:13

მიწისძვრა იმდენად მოულოდელი მოვლენაა, რომ ადამიანი თავდაცვისთვის მომზადებასაც ვერ ასწრებს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორ დავიცვათ ჩვენი სიცოცხლე ამ დროს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის რჩევებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ზოგიერთ სასარგებლო რჩევას.


თუ შენობაში ხართ
დარჩით ადგილზე! შეძვერით მაგიდის ან სხვა ავეჯის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯრებს, ბუხრებს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს;
თავი შორს დაიჭირეთ ისეთი ნივთებისგან, რომლები შესაძლოა, ჩამოვარდეს, მაგალითად ჭაღი, კედლის კარადები და ა. შ.
სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან შეიძლება, კედლიდან ავეჯი ჩამოცვივდეს;
არ გაიქცეთ კიბეებისკენ ან არ გავარდეთ გარეთ, სანამ ბიძგები არ შეჩერდება. როგორც კვლევებმა აჩვენა, ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
არ გამოიყენოთ ლიფტი.
 


თუ ქუჩაში ხართ


თუ ქუჩაში ხართ, ეცადეთ მოშორდეთ შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და გადით შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში.
 


თუ საჭესთან ხართ
თუ საჭესთან ხართ, შეჩერდით, მაგრამ ფრთხილად. შეეცადეთ, თქვენი მანქანა მოძრაობის ზონიდან რაც შეიძლება შორს გაიყვანოთ;
არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.
 


 

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge