"არ უნდა დავგოიმდეთ ერთმორწმუნეობით"

  • რეზონანსი
  • 8 აგვისტო 15:39

"არ უნდა დავგოიმდეთ ერთმორწმუნეობით" - ასე ეხმაურება მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპულ აზრებს რუსეთის ერთმორმუნეობასთან დაკავშირებით.

"არსებობს უამრავი სტერეოტიპი, რომლის გამყარებასაც რუსული პროპაგანდა უწყობს ხელს - ძლიერი, დიდია და შემოვა. ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ, რომ როცა მოუნდებათ და რაც მოუნდებათ, ის გაავრცელონ ჩვენზე. ჩვენი ყოველთვის იმიტომ შურს აი ამ "ბუმბერაზ" ქვეყანას, რომ ინტელექტუალური უპირატესობა ყოველთვის გვქონდა", - ამბობს გიორგი სუხიტაშვილი.


მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი გამოსავალს განათლებაში ხედავს.


"პატარა ქოთანში როცა ზრდი მცენარეს, ფესვი თუ არ წავიდა ძირში, ის არ გაიზრდება, რჩება დეკორატიული. ჩვენ ვართ ახლა დეკორატიულ მდგომარეობაში, არ გვაძლევენ შესაძლებლობას, რომ გადაგვრგონ დიდ მდელოზე. აი, ამ ქოთნის ყვავილობიდან უნდა გავხდეთ უფრო დიდი მცენარე. სასუქი კი, არის განათლება", - უთხრა მან "რადიო მოზაიკას". 


 

წყარო: რეზონანსი