ამინდის პროგნოზი

  • pia.ge
  • 8 აგვისტო 10:59

"10 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა",-აღნიშნულის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

სინოპტიკოსის პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეებში ჰაერის მომატება დაახლოებით 28-დან 33 გრადუსამდე. 


"აღმოსავლეთ საქართველოშიც მოიმატებს ჰაერის ტემპერატურა განსაკუთრებით კახეთის რეგიონში. ნავარაუდებია,  რომ 9-10 აგვისტოს ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია მიაღწიოს 30 -დან 35 გრადუსამდე",-ამბობს სინოპტიკოსი. 


"თბილისში 30- 34 გრადუსია მოსალოდნელია 9-10 აგვისტოს. 11 აგვისტოს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა-ელჭექით დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება ზოგან და ჰაერის ტემპერატურა 11 აგვისტოს კვლავ დაიკლებს 22-27 გრადუსამდე. რაც შეეხება ბათუმს, დღეს და ხვალ ღრუბლიანი ამინდი იქნება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ვფიქრობთ დაახლოებით 27-29 გრადუსამდე იქნება. 9 აგვისტოს მკვეთრად მოიმატებს ტემპერატურა, შესაძლებელია 30 გრადუსსაც მიუახლოვდეს, მაგრამ 11 აგვისტოს კვლავ დაიკლებს ტემპერატურა  24 გრადუსამდე, მოსალოდნელია წვიმა.12-ში დღის მეორე ნახევრიდან შეწყდება წვიმა და მოსალოდნელია მთლიანად დასავლეთ საქართველოში სამხრეთიდან სითბოს შემოსვლა. 13 აგვისტოდან კი ტემპერატურა იმატებს",-განუცხადა "პირველს" დოდო გვაზავამ. 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge