"ცოტაც და ჩამოვალო ამბობდა თურმე, სწავლა სწყუროდა"- ვინ არის თურქეთში დამხვრჩალი ბიჭი

  • ალია
  • 7 აგვისტო 20:31

თურქეთში 5 აგვისტოს ზღვაში დამხრჩვალი 26 წლის ლაშა მალანიას ცხედარი წუხელ საკუთარ სახლში, ჩხოროწყუს რაიონში სოფელ კირცხში გადმოასვენეს.

"ალიას" ადგილობრივები უყვებიან, რომ ლაშა მალანიას ოჯახი სოციალურად დაუცველია.ბიჭის დაკრძალვის ხარჯებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაფარავს. ოჯახის უფროსი გარდაცვლილია, ლაშა მალანიას, დედა, ერთი ძმა და მცირეწლოვანი და ჰყავს.


" ჩამოვიდა ჩვენი ნათელი, ალალი, წესიერი, ლამაზი ბიჭი, დაბრუნდა ლაშა, სახლში,სადაც მონატრებული დედა, და-ძმა დახვდა....ალბათ როგორ ენატრებოდა აქაურობა, ცოტაც და ჩამოვალო ამბობდა თურმე, სწავლა სწყუროდა, მამა რომ მოუკვდა აკადემიური აიღო და ოჯახს არჩენდა, მთელი სოფელი ვგლოვობთ, ნაცნობ-უცნობები იწვიან ამ ოჯახის და ლაშას დედის საცოდაობით, რა გითხრათ აბა, ამოწყვეტაო რომ იტყვიან აი ესაა" -ამბობს ბიჭის ერთ-ერთი თანასოფლელი.

წყარო: ალია