ვინ არის ქალი, რომელიც დღეს საირმეში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

  • ალია
  • 3 აგვისტო 23:57

კურორტ საირმეში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდელი მედეა კვირკველიაა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ალია" ავრცელებს.

ახლობლების თქმით, ის ლაშქრობისას შემაღლებულ ბორცვზე ავიდა და თანმხლებ ოჯახის წევრებს სთხოვა მისთვის ფოტო გადაეღოთ, რა დროსაც თავი ვერ შეიმაგრა და 8-10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა ხრამში, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაიღუპა, თავის ძლიერი ტრამვით.


მედეა კვირკველიას დარჩა მცირეწლოვანი შვილები.


მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლითაა აღძრული.


წყარო: ალია