"ჩაეხუტეთ მას, ვისაც სტკივა…" - კიანუ რივზის ემოციური მიმართვა საზოგადოებას

  • 3 აგვისტო 12:42, 2019 წელი

 2013 წელს კიანუ რივზი თაყვანისმცემლების რადარებიდან გაქრა: ის აღარ მონაწილეობდა ფილმებში და ცდილობდა, ნაკლებად მოხვედრილიყო საზოგადოების თავშეყრის ადგილებში.

ყველა ხვდებოდა, რომ მის ცხოვრებაში რაღაც ხდებოდა, თუმცა ამ "ქვის კედლის" გარღვევა მათ ვერ შეძლეს.


წლების შემდეგ რივზმა აღიარა, რომ საკუთარ თავს გადააბიჯა და ცხოვრება თავიდან დაიწყო.


"ხედავთ ხალხს ჩემს გარშემო? ისინი მიიჩქარიან საკუთარ საქმეებზე და ვერ ამჩენევენ ვერავის. ჩვენ ყველა ზომბებს დავემსგავსეთ. ასწიეთ თავი, მოიხსენით ყურსასმენები, მიესალმეთ მიმავალ ადამიანს! ჩაეხუტეთ მას, ვისაც სტკივა, დაეხმარეთ გაჭირვებულს. ყოველი დღე ისე იცხოვრეთ, თითქოს უკანასკნელია.


ხალხმა არ იცის, მაგრამ წლების წინ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. არავისთვის მითქვამს ეს. ჩავიკეტე საკუთარ თავში და გამოსავლის ძიება დავიწყე. ბოლოს მივხვდი, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეეძლო გაემარჯვა ამ პრობლემაზე, ისევ მე ვიყავი.


მივხვდი, რომ ყოველი დღე, რომელიც გვაქვს, ძვირფასია და ყველა უნდა ვაფასებდეთ მას. ვერავინ გვაძლევს ხვალინდელი დღის გარანტიას, ასე რომ, დააფასეთ დღევანდელი! იმედი მაქვს, რომ გაიზიარებთ ჩემს შეტყობინებას და სიყვარულს გაავრცელებთ ამ სადღესასწაულო დღეებში!" – დაწერა კიანუმ.