პირველად ისტორიაში - დედა დელფინი, რომელიც სხვა სახეობის პატარა ობოლზე საკუთარი შვილივით ზრუნავს

  • 1tv.ge
  • 2 აგვისტო 16:50

პირველად ისტორიაში, მეცნიერებმა დააფიქსირეს დედა დელფინი, რომელიც სხვა სახეობის პატარა ობოლზე საკუთარი შვილივით ზრუნავს.

ბოთლცხვირა დელფინები (Tursiops) ყურადღებიანი და მოქნილი მშობლები არიან, სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ნაშიერების გადარჩენაც.


ამ უჩვეულო ბოთლცხვირა დელფინს (Tursiops truncatus) მეცნიერები საფრანგეთის პოლინეზიაში სამ წელიწადზე მეტხანს აკვირდებოდნენ. ამ დროის განმავლობაში, ნესვისთავა დელფინის (Peponocephala electra) ნაშიერს ის თავის ბიოლოგიურ შვილთან ერთად ზრდიდა.




სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge