დვალი და აქიმიძე ქიბარ ხალვაშის შეთავაზებაზე უარს ამბობენ

  • pia.ge
  • 1 აგვისტო 14:19

სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის 100 %-იანი წილის მფლობელის ქიბარ ხალვაშის შეთავაზებას არხის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე არ თანხმდებიან. ამის შესახებ მათ ამ წუთებში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ,,რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები აცხადებენ, ისინი სამაუწყებლო კომპანიისთვის სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ. 


,,ვაჭრობას ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია", - განაცხადეს დამფუძნებლებმა.


ისინი მესამე სექტორთან მუშაობას აპირებენ.


სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის 100 %-იანი წილის მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა 30 ივლისს გამართულ შეხვედრაზე არხის დამფუძნებლებს დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს "რუსთავი 2-ის" წილის 40 პროცენტი შესთავაზა.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge