ჩაქვში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

  • pia.ge
  • 1 აგვისტო 13:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმი-ერევნის მიმართულებით მოძრავი მატარებელი ფეხით მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც რკინიგზის , წყლის , საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge