კახა კალაძე : მოსახლეობას უნდა შევუქმნათ ისეთი კომფორტი, რომ სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით იარონ

  • fortuna.ge
  • 1 აგვისტო 12:55

კახა კალაძე თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას გეგმავს.

მერი ამბობს, რომ ამ მხრივ ზონალური პარკირება საინტერესო პროექტია. 


“ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოსახლეობას შევუქმნათ ისეთი კომფორტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისით, რომ ადამიანი არა საკუთარი ავტომობილით მივიდეს სამსახურში, არამედ ისარგებლოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, – ამბობს კალაძე.


მისი თქმით, ზონალური პარკირება ზუსტად იმიტომ არის საინტერესო, რომ მოქალაქეებმა ავტომობილებზე უარი თქვან.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge