Jessie J-ის კონცერტის გამო მსურვეებისთვის დამატებითი რეისები დაინიშნა

  • pia.ge
  • 30 ივლისი 11:33

პოპ მუსიკოსის Jessie J-ის კონცერტზე დასწრების მსურველთათვის, 6 აგვისტოს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „Black Sea Arena“ -ს ბაქანზე გაჩერდება.

 



ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 6 აგვისტოს მოძრავ მატარებლებს - №802/807, 805/806, 852/851, 808/801,  804 თბილისი-ბათუმს  და 7 აგვისტოს, მატარებელ №811 ბათუმი-თბილისს, გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს ბაქანზეც ექნებათ.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

სრული ვერსიის ნახვა pia.ge