ვინ იყო ქალი, რომელსაც ფრედი მერკური აღმერთებდა (ფოტო)

  • funtime.ge
  • 28 ივლისი 17:54

ფრედი მერკური, თურმე, საკუთარ თავზე ხუმრობდა ხოლმე, რომ მას უფრო მეტი საყვარელი ჰყავდა, ვიდრე ელიზაბეტ ტეილორს...

მაგრამ მიუხედავად ამ მრავალრიცხოვანი ინტრიგებისა, ფრედის ცხოვრებაში იყო ერთი განსაკუთრებული ადამიანი - მერი ოსტინი.


მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ფრედი 23 წლის იყო, მერი კი - 19-ის. და მერკურის სიკვდილამდე არ დაშორებულან. ფრედის უამრავი რომანი ჰქონდა, ხელთათმანებივით იცვლიდა საყვარლებს, მერი კი მთელი ცხოვრება მისი ერთგული იყო, ყველაზე მძიმე წუთებშიც კი გვერდიდან არ მოსცილებია.


მერის ფრედიზე მაშინაც კი არ უთქვამს უარი, როცა მისი ბისექსუალობის შესახებ გაიგო. თავად მერკურისაც არაერთხელ უღიარებია, რომ მერის უახლოეს ადამიანად მიიჩნევდა. მისი თქმით, მერის გარეშე ცხოვრება უაზრო და შეუძლებელი იყო.


სრული ვერსიის ნახვა funtime.ge