საბერძნეთის ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა

  • pia.ge
  • 27 ივლისი 21:01

ბერძნული მედია წერს, რომ საბერძნეთში ციხეში რუსმა პატიმარმა ქართველი ცემით მოკლა. 

ინციდენტი ქალაქ ნიგრატას ციხეში მოხდა. 


გამოცემის ინფორმაციით, ქართველი პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ბერძენმა მედიკოსებმა ქართველი პატიმრის გარდაცვალება დაადასტურეს. 


როგორც "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ქართული მხარე ელოდება საბერძნეთის ოფიციალური უწყებების მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის ოფიციალურ დადატურებას.


"გავრცელებული ინფორმაციით მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი თუმცა ქართული მხარე ელოდება საბერძნეთის ოფიციალური უწყებებიდან ოფიციალურ დადატურებას. კონსულს ქონდა კომუნიკაცია ციხის მორიგე ჯგუფთან ამ ეტაპე ველოდებით ციხის ადმინისტრაციასთან კავშირს, რადგან მათი ნებართვის გარეშე ინფორმაცია ბუნებრივია არ გაიცემა",-აცხადებენ უწყებაში. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge