" არ დავბადებულვარ „ალენ დელონად“, მე დიდი ხნის გარდაცვლილიც კი უნდა ვიყო"- ალენ დელონი

  • funtime.ge
  • 27 ივლისი 18:49

"მე არ დავბადებულვარ „ალენ დელონად“. მე დიდი ხნის გარდაცვლილიც კი უნდა ვიყო",-ამის შესახებ ცნობილი მსახიობი ალენ დელონი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს. 

„ჩემ ირგვლივ იყვნენ და არიან ქალები, მაგრამ არცერთი არაა ისეთი, რომელთანაც სიკვდილამდე ვიცხოვრებდი...“



„მე ვარ არტისტი და არა - მსახიობი. მე არასდროს მისწავლია სამსახიობო ინსტიტუტში. მე ამისთვის არაფერი გამიკეთებია. 14 წლის ასაკში სკოლას თავი დავანებე, მერე ჯარში ვიმსახურე. მე იმ არტისტებს მივეკუთვნები, როგორებიც იყვნენ ჟან გაბენი, ლინო ვენტურა ან ბერტ ლანკასტერი - ძლიერი პიროვნებები, რომლებსაც ფილმებში იღებდნენ. და დღეს შემიძლია, ყოველგვარი მოკრძალების გარეშე განვაცხადო, რომ მე ეს საქმე გამომივიდა“.არასდროს დამისახავს მიზნად, რომ ასეთი კარიერა მქონოდა. ეს თავისთავად მოხდა. მე არ დავბადებულვარ „ალენ დელონად“. მე დიდი ხნის გარდაცვლილიც კი უნდა ვიყო. მაგრამ ამას უკვე ჩემი ბედისწერა ეწოდება“,-ამბობს ალენ დელონი. 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge