პური შესაძლოა გაძვირდეს

  • primetimenews.ge
  • 26 ივლისი 13:43

დოლარს კურსის ცვლილების გაგრძელების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ პურის ფასი გაიზრდება.

 


„თუ კურსის სერიოზული ცვლილება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასი ფქვილზე შეიცვლება. პირველ ეტაპზე ალბათ, 2 ლარით მოიმატებს. ჩვენ გვაქვს იმპორტირებული ხორბალი, შემოტანის შემდეგ ხდება რეალიზაცია ლარში და ამონაგებით უკვე გაძვირებულ დოლარს ვყიდულობთ. თუ კი ადრე, 2,75 კურსით ვყიდულობდით, დღეს ვყიდულობთ - 2.90 ზე. წისქილკომბინატები ჯერჯერობით ძველი მარაგების ხარჯზე ახერხებენ ფასის შენარჩუნებას. ფქვილპროდუქტების ფასმა გასული წლის დეკემბერში მოიმატა. მაშინ ერთი ტომარა ფქვილის ფასი 11 ლარით გაძვირდა და 48 ლარი გახდა", - განაცხადა ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge