ხაზარაძემ და ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს

  • pia.ge
  • 25 ივლისი 00:38

"თი ბი სი ბანკის" დამფუძნებელი და ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე მიმდინარე მოვლენებს აფასებს და აცხადებს, რომ ის და ბადრი ჯაფარიძე ბანკში დაკავებული თანამდებობებიდან მიდიან.

"მეგობრებო, როგორც იცით დღეს პროკურატურის ბრიფინგმა საბჭოთა ტრადიციების შესაბამისად უკვე მესამედ, ბოლო 6 თვის განმალობაში მძიმე შედეგი მიაყენა თბსბანკის აქციების ფასს, როგორც იანვარ -თებერალში დღესაც მისი ფასი დაახლოებით 12 % გაუფასურდა დღის განმავლობაში. შედეგად ბანკის აქციოერებმა დღეს 130 მლ დოლარით იზარალეს . წინა ორ ბრიფინგსაც იგივე შედეგები ქონდა.
ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. 
აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი 98% ხმათა რაოდენობით თავიდან აგვირჩიეს ბანკის თავჯდომარედ და მის მოადგილედ, რისთვისაც მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ასეთი ნდობისათვის. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები ამიტომ ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი . ჩვენ გვჯერა რომ ინსტიტუტი რომელსაც 27 წელიწადი ვაშენებდით და რომელიც წარმატების სიმბოლო გახდა ჩვენი ქვეყნისათვის დაუბრკოლებლად გააგრძელებს თავისი სტრატეგიული მიზნების განახორციელებას.სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს !!!",- წერს მამუკა ხაზარაძე.



 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge