ტერორისტმა თავი მერიის შენობასთან აიფეთქა

  • 1tv.ge
  • 24 ივლისი 22:02

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში ადმინისტრაციის შენობასთან თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ქალაქის მერი.


აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე სომალიში გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სომალის საკითხებში ჯეიმს სვონი იმყოფებოდა. ის სწორედ ქალაქის ადმინისტრაციის შენობაში შეხვდა მოგადიშოს მერს და ბანადირის პროვინციის გუბერნატორს.


„როიტერსის“ ინფორმაციით, აფეთქების შედეგად მერთან ერთად დაშავდა რამდენიმე მაღალჩინოსანიც.

სრული ვერსიის ნახვა 1tv.ge