მამუკა ხაზარაძე: ანაკლიის პორტს მაინც ავაშენებთ

  • pia.ge
  • 24 ივლისი 15:10

"მაინც ავაშენებთ",-ამის შესახებ "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. 

ცნობისთვის, ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება.
ის ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ ჰოლანდიურ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. ამის შესახენ ინფორმაციას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ავრცელებს.


კომპანიის ცნობით, გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage - ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშრაბით 100 000 ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.


„Eiffage- ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში.

სრული ვერსიის ნახვა pia.ge