რუსი სპორტსმენი ბრძოლაში სასიკვდილოდ დაშავდა

  • mediamall.ge
  • 23 ივლისი 20:38

რუსი მოკრივე მაქსიმ დადაშევი ბრძოლაში იმდენად დაშავდა, რომ მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


სპორტსმენი აშშ-ში 20 ივლისს მატიას სუბრიელთან გამართულ ორთაბრძოლაში სერიოზულად დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, დადაშევს გულმა ვერ გაუძლო. მანამდე, მას თავის ტვინზე ოპერაცია გაუკეთსე, რის შემდეგაც ის მედიკამენტოზურ კომაში იმყოფებოდა.


 
 

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge