სამხედრო წვრთნების გამო 3-9 აგვისტოს ფრენები შეიზღუდება

  • M2B
  • 23 ივლისი 17:35

თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილი წვრთნების გამო, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ტერიტორიაზე 3-9 აგვისტოს ფრენები შეიზღუდება. 

შეზღუდვები იმოქმედებს: 3, 4 და 5 აგვისტოს 09:30-11:30 და 21:30-23:30 საათებში; ასვე 7, 8 და 9 აგვისტოს 09:30-11:30 საათებში თბილისის დროით.


საერთაშორისო სწავლება „Agile Spirit 2019“ 27 ივლისს გაიხსნება და 9 აგვისტომდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას 14 სახელმწიფოს  საქართველო, აშშ, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლიეტუვა, მონტენეგრო, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს.


 

სრული ვერსიის ნახვა M2B