"ახალგაზრდობის ძალიან ჯანმრთელი ნაწილი ბიოპოლიტიკის მონობისგან თავისუფლებისათვის იბრძვის"

  • facebook.com
  • 22 ივლისი 15:12

უფლებადამცველი და მწერალი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ახალგაზრდობის ჯანსაღი ნაწილი მოიპოვებს ნამდვილ თავისუფლებას.

"ჩვენს ახალგაზრდობაში არის ძალიან ჯანმრთელი ნაწილი. ის ნაწილი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისათვის. ბიოპოლიტიკის მონობისგან თავისუფლებისათვის. ნეოლიბერალიზმი იმონებს უამრავ ადამიანს. ეს არის მონობის ყველაზე უფრო დახვეწილი და ეშმაკური ფორმა, სადაც ადამიანი ემონება საკუთარ ბიოლოგიურ ინსტიქტებს და აქედან გამომდინარე სისტემას. ნეოლიბერალიზმის მთავარი წესია ბიოლოგიური ინსტიქტების მონობა - და ისეთი სისტემა სადაც ძალიან ცოტა აქვს ძალიან ბევრი და ძალიან ბევრს აქვს თითქმის არაფერი ან არაფერი. სწორედ ამ სისტემისაგან განთავისუფლება არის ნამდვილი თავისუფლება - საქართველოშიც, რუსეთშიც, სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც - სხვა ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ. ლევან ლორთქიფანიძე და მისი მეგობრები იმ იშვიათ განსწავლულ ახალგაზრდობას მიეკუთვნებიან, რომელთაც ეს ესმით და მე მჯერა რომ ეს ახალგაზრდობა - ახალი თაობა და ახალი სისხლი მოიპოვებს ნამდვილ თავისუფლებას. ჩემი თაობა უკვე დაკარგული თაობაა ბიოპოლიტიკის მონობაში. სწორედ ამიტომაც არის რომ ამდენ პრობლემაში ვართ ჩაფლულები", - დაწერა კაკაბაძემ.

სრული ვერსიის ნახვა facebook.com