საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2“-ში წილების დაყადაღებაზე არ დააკმაყოფილა

  • pia.ge
  • 22 ივლისი 14:21

"სასამართლომ "რუსთავი 2"-ის წილების დაყადაღებაზე უარი გვითხრა",-ამის შესახებ პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

"საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა ყადაღის დადებაზე „რუსთავი 2“-ის წილებზე, სრულიად სასაცილო მოტივით იურისტებისთვის, თითქოს მოთხოვნა ყადაღაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი არ შეგვიტანია, კანონით ამისთვის გვქონდა 10 დღის ვადა. სასამართლომ პინგ-პონგის პრინციპით გააგრძელა ჩვენთან ურთიერთობა.ჩვენ ახლა გვაქვს არჩევანი გავასაჩივროთ ეს განჩინება ან შევიტანოთ სარჩელი და ხელახლა მოვითხოვოთ ყადაღის დადება. იურისტებთან ერთად ვიმსჯელებთ ამაზე. ოთხშაბათს საღამომდე ისედაც ძალაშია რეესტრში ჩვენი  განაცხადით წილების გასხვისებზე აკრძალვა და ოთხშაბათ საღამომდე მივიღებთ გადაწყვეტილებას გავასაჩივროთ ეს გადაწყვეტილება თუ შევიტანოთ სარჩელი",-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი. 


 

სრული ვერსიის ნახვა pia.ge