გოგი ჭიჭინაძე - "ნაციონალურ მოძრაობას", როგორ უნდა მოექცეს, გიორგი გახარიაზე უკეთესად არავინ იცის

  • 22 ივლისი 13:49

ცნობილი ქართველი დირიჟორი, გოგი ჭიჭინაძე საგაზეთო ინტერვიუში, ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს.

რეჟისორის აზრით, ნაციონალური მოძრაობის გავლენით, მოვლენები არასწორი მიმართულებით ვითარდება და ასევე, ხელისუფლებაც შეცდომებს უშვებს, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს, რადგან ის პატიოსანი ადამიანი და კარგი მინისტრია.


„გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ძალიან მომწონს გიორგი გახარია. ვგრძნობ, უპატიოსნესი და ბრწყინვალე კაცია. ამაში ვერავინ გადამარწმუნებს... ახლა ის თანამდებობიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა წავიდეს და არა "ნაცების", არამედ "ქოცების" ჯინაზე. ამ კაცს მოუხდა ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება და საერთოდ უწევს მუშაობა მმართველი გუნდის უპრინციპო, საშინელი ბერკეტების პირობებში! გაცილებით აუტანელია მისთვის მმართველი გუნდის ბერკეტები, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის", თორემ ამ უკანასკნელთ როგორ უნდა მოექცეს, გიორგი გახარიაზე უკეთესად არავინ იცის. "ნაციონალურ მოძრაობას" რომ ვახსენებ, იცოდეთ, რომ ყოველთვის დამნაშავეებთან ვაიგივებ.


დარწმუნებული ვარ, იმ საშინელებას, რაც აქციის დარბევისას მოხდა, გიორგი გახარიასავით არავინ განიცდის... განიცდიან კი არა, ღმერთმა დაიფაროს და ვინმე რომ მომკვდარიყო, "ნაცები" იქვე იზეიმებდნენ. სიხარულს ვერ მალავდნენ, ბავშვებმა რომ თვალები დაკარგეს.


არავინ იცოდა გავრილოვის სახელი და გვარი რუსეთშიც კი და ჩვენ ცნობილი ერთ ღამეში გავხადეთ. გეფიცებით ეს არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ბრალი, თორემ სამადაშვილები და ეგ ამაზრზენი გუნდი რაც არის, ხალხმა "ქართულ ოცნებაზე" კარგად იცის, ნუღარ გვიმტკიცებენ და ნუ ამართლებენ თავიანთ სისუსტეს მათი არსებობით, ამოვიდა ყელში.


"ნაციონალური მოძრაობის" დაშლა მსურს უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ კატასტროფულად უშლიან ხელს ჯანმრთელი, ოპოზიციური ძალების მოსვლას. თუ ვინმე განათლებული და მორალით სავსე გამოჩნდება, ეს ჯალათები და ნაძირლები ყველგან ეტმასნებიან.


რა თქმა უნდა, "ქართული ოცნებაში" არ არიან მკვლელები, ჯალათები, მაგრამ ძალიან დიდი ბოდიში და მხოლოდ ეს არ მყოფნის. უპრინციპობა, უნიჭობა, პროვინციალიზმი და უპასუხისმგებლობა, არ მინდა. წარმოდგენაც არ გაქვთ რა საშინელი ხალხი ჰყავთ დანიშნული თუნდაც რეგიონებში თანამდებობებზე. ალბათ ორიოდე კარგიცაა როგორც გახარია ჰყავთ და სერგეენკო ჰყავდათ... მომწონს კახი კალაძე, ვხედავ რომ ბევრს შრომობს და დასაფასებელია.“- ამბობს გოგი ჭიჭინაძე.