ქალი, რომელიც თავს არ უვლის ადვილად მოსაბეზრებელი ხდება

  • თბილისელები
  • 22 ივლისი 13:44

ნამდვილ და ჭეშმარიტ სიყვარულს ეშმაკობა არ სჭირდება, მაგრამ არც ისე მარტივად არის საქმე. უბრალოდ, სიყვარული ყველაფრის გარეშე, მართლაც რომ, მილიონში ერთია.

წლების შემდეგ ქორწინება უბრალო მიჩვევაში გადადის, ზოგჯერ მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ, ქალებს კი ცოლის სტანდარტული, რუტინული ფუნქცია რჩებათ – სამზარეულო და შვილები.


გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქმარმა სხვისკენ არ გაიხედოს. არ იფიქროთ, რომ ეს შეუძლებელია და მოსახდენი მაინც მოხდება. გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა.


* ქალი, რომელიც თავს არ უვლის ადვილად მოსაბეზრებელი ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც გათხოვებამდე მისთვის ყოველ ნახვაზე იპრანჭებოდა, უკვე სახლის ფორმაში გამოწყობილ, უმაკიაჟო ქალად გადაიქცა? ეს არცერთ კაცს არ მოეწონება. ადექით თქვენს მეუღლეზე ადრე და მოწესრიგდით.


* იზრუნეთ მასზე ყველანაირად – მას არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ შია, ჰკითხეთ თქვენ თვითონ – გშია? რამე მოგიმზადო? რამე ხომ არ გინდა?


* რა თქმა უნდა კარგი სექსი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ამის ერთგვარი „კომპლექსია“, ეს არა მარტო ქალებს, არამედ კაცებსაც ეხებათ. არასწორია: ქმარს რომ ვუთხრა ჩემი ფანტაზიების შესახებ, რას იფიქრებს, ხოლო კაცების ლოგიკას: ცოლს ამას ვერ ვაკადრებ. ის საბოლოოდ საყვარლის ყოლამდე მიჰყავს.


* იყავით ყოველთვის ფორმაში. არ გეგონოთ რომ ქორწინებით ყველაფერი დამთავრდა და ის უკვე თქვენია. ნუ მოგერიდებათ, ქმარს სთხოვოთ ფული ძვირად ღირებული კაბისთვის ან ფეხსაცმლისთვის. ქვეცნობიერად ყველა კაცს უხარია როცა მისი ცოლი ლამაზად გამოიყურება და სხვების ყურადღებას იპყრობს.


* აირჩიეთ ოქროს შუალედი გადაპრანჭულ თოჯინასა და ჭკვიან, ეფექტურ ქალს შორის. მამაკაცებს არ უყვართ მასზე ჭკვიანები, ეს მათ აკომპლექსებს. თუმცა არც ისეთი დაბალი ინტელექტის მქონეები ხიბლავთ, რომლებიც ხალხში შეარცხვენენ. მართეთ ისე, რომ თავადაც ვერ მიხვდეს ამას.
მაშ ასე, მოუარეთ თავს, იყავით ყოველთვის კარგ ფორმაში, იყავით მზრუნველები, სექსშიც – განსაკუთრებული და თქვენ მამაკაცი არასდროს მიგატოვებთ.

წყარო: თბილისელები