რა ხდება ქუთაისის სამკერვალოში - "მონებად გვამუშავებენ, საპირფარეშოსაც კი გვიკეტავენ"

  • 22 ივლისი 12:31

ქუთაისში სამკერვალო საწარმო "ქუთექსის" 150 თანამშრომელი საპროტესტო აქციას მართავს.

მკერავი ქალების თქმით, ადმინისტრაციის მხრიდან შრომის პირობების უხეში დარღვევა მიმდინარეობს.


"ერთი თვეა ხელფასი არ მიგვიღია. 350 ლარს გვაძლევენ და იმასაც გვამადლიან. გვაყენებენ შეურაცხყოფას, გვეუბნებიან ბრაკ ტანსაცმელს კერავთო. ასევე გვიწევს არაადამიანურ პირობებში მუშაობა," - ამბობს თეა ცნობილაძე. 


აქციას პროფკავშირების იმერეთის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ირაკლი მხეიძის თქმით, შესაძლოა საწარმოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყონ.


"ამ ადამიანებს ამუშავებენ, როგორც მონებს. საპირფარეშოში გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ. საშინელ პირობებში უხდებათ მუშაობა," - აცხადებს პროფკავშირის წარმომადგენელი ირაკლი მხეიძე.


სამკერვალო საწარმოში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.