ლაიმა ვაიკულემ ნინო ქათამაძე იურმალაზე სპეციალურ სტუმრად მიიწვია

  • plus.kvira.ge
  • 22 ივლისი 12:32

ნინო ქათამაძის მიერ რუსეთში სიმღერაზე უარის თქმამ ლატვიელ მომღერალ ლაიმა ვაიკულეზე ისე ძლიერად იმოქმედა, რომ მან ქართველი მომღერალი იურმალაზე “რანდევუს” ფესტივალზე სპეციალურ სტუმრად მიიწვია.

ინფორმაციას გამოცემა Super-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 55 წლის მომღერალმა გადაწყვიტა, ნინო ქათამაძისთვის მხარი დაეჭირა და საკუთარ ფესტივალზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვია. ქართველმა მომღერალმა მიწვევა მიიღო და ფესტივალის ერთ-ერთ დღეს საკუთარ სეტს შეასრულებს.
ცნობისთვის, ვაიკულეს ყოველწლიურ ფესტივალზე რუსული შოუბიზნესის ყველზე ცნობილი სახეები გამოდიან: სტას მიხაილოვი, ლუბოვ უსპენსკაია, ელენა ვაენგა, არტურ პიროჟკოვი, სერგეი ლაზარევი და სხვა.


 

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge