პაატა სალია: როდესაც გიორგი გაბუნიას მოეხსნება შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას

  • 20 ივლისი 00:48

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული კომენტარისას არხის თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

სალიას თქმით, ის ვერ ვხედავს საფუძველს, რატომ უნდა გამოვიდეს გიორგი გაბუნია სამსახურში, სანამ შეზღუდვა არ მოეხსნება:  


„გაბუნიასთან დაკავშირებით საკითხი დღეს არ დასმულა. ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით, რომ 2 თვით შეეზღუდა გადაცემების წაყვანა არხზე, ვნახეთ, რომ ამაზე საზოგადოებაში ძალიან დიდი კონსენსუსი იყო. არ ვიცი რატომ გაჩნდა ის მოსაზრება. ვერ ვხედავ საფუძველს, რამ უნდა შეცვალოს ის გადაწყვეტილება, რომელიც თვითრეგულირების საბჭომ მიიღო. როცა მას მოეხსნება 2 თვის მერე შეზღუდვა, რაც დაუწესა თვითრეგულირების საბჭომ, ჩვეულებრივ გააგრძელებს საქმიანობას",- განაცხადა პაატა სალიამ.