პედოფილია ქიმიური კასტრაციით დაისჯება

  • imedinews.ge
  • 19 ივლისი 23:02

უკრაინის უმაღლეს რადაში პედოფილების ქიმიური კასტრაციის შესახებ კანონს მოაწერეს ხელი.

ინფორმაცია რადას ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. დადგენილია, რომ იძულებითი კასტრაციის დროს მსჯავრდებულს სხეულში ანტიანდროგენულ პრეპარატებს შეუყვანენ რომლებიც შეიცავენ ქიმიურ ნივთიერებებს, რაც სექსუალურ აქტივობას აქვეითებს. 


ქიმიურ კასტრაციას ექვემდებარებიან ის პირები რომელთაც შეუსრულდათ 18 წელი და 65 წელს გადააბიჯეს.  ასევე დოკუმენტი ითვალისწინებს 12-15 წლით თავისუფლების აღკვეთას იმ პირებისთვის, რომელთაც გაუპატიურება ან ჯგუფური გაუპატიურება ჩაიდინეს. 


იმ პირებისთვის კი რომელთაც არ შეუსრულდათ 16 წელი კანონმდებლობა 5 წლიან პატიმრობას ითვალისწინებს. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge