კახა კუკავა გიორგი გახარიაზე : "უფლება არ აქვს ახლა გადადგეს"

  • 19 ივლისი 21:32

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა თვლის, რომ გიორგი გახარია თანამდებობიდან ახლა არ უნდა გადადგეს.

მისი ინტერვიუ გაზეთ „საერთო გაზეთში“ გამოქვეყნდა. 


„სრული აბსურდია მკვლელებთან, სადისტებთან და ყაჩაღებთან ერთად გახარიას გადადგომა მოითხოვო. რა თქმა უნდა, გახარია მათი მოთხოვნით არ უნდა გადადგეს. იგი არჩევნების შედეგად უნდა წავიდეს და შსს მინისტრი ახალმა პარლამენტმა დაამტკიცოს. გახარიას უფლება არ აქვს ახლა გადადგეს. არც ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ „ნაციონალების“ წინაშე ვინმემ კაპიტულაცია გამოაცხადოს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა, ყველამ დაინახა ეს ვისი აქციაა. ეს ვითარება, მინიმუმ, ერთი წელი ანუ, არჩევნებამდე არ დამთავრდება. ხელისუფლებაც და საზოგადოებაც მზად უნდა იყოს, რომ „ნაცები“ ექსტრემისტები არიან, მათ ქვეყნის დაქცევა, განადგურება უნდათ.



სამწუხაროდ, ხელისუფლების უნიათობის შედეგად ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცათ. დღესდღეობით, ამ სიტუაციაში ქირურგიული ჩარევა შეუძლებელია. ხელისუფლებას ამის ძალა არ აქვს. ასეთ გამოსავალს ვხედავ: რამდენჯერაც „ნაცები“ ცეცხლს დაანთებენ, იმდენჯერ წყალი დავასხათ და ქვეყანა როგორმე არჩევნებამდე მივიყვანოთ,“- აცხადებს კახა კუკავა.