რუსი მორაგბეები საქართველოში აღარ ჩამოვლენ

  • primetimenews.ge
  • 19 ივლისი 20:40

რაგბში 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის დაგეგმილი ამხანაგური მატჩი აღარ ჩატარდება.  

მიზეზი რუსეთის რაგბის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზეა განმარტებული.


„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ - ნათქვამია განცხადებაში.


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge