ბედნიერი მამის განმარტება - მამაკაცს პირველი შვილი 94 წლის ასაკში ეყოლა

  • funtime.ge
  • 19 ივლისი 16:21

The Daily Telegraph-ის ცნობით, ინდოეთის პატარა სოფელ კჰარკჰოდაში მცხოვრებმა 96 წლის რამაჯიტ რაგჰავმა მამობის სიხარული პირველად 94 წლის ასაკში გამოსცადა. 96 წლისა კი მეორე ვაჟის მამა გახდა.

მისი რეკორდი იმ დღეს დაფიქსირდა, როცა მეზობელი პენჯაბის პროვინციის ჩინოვნიკები ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში მოსახლეობაში ალკოჰოლიზმისა და ნარკოტიკების ხშირი მოხმარების გამო, მამაკაცური პოტენციის დაქვეითებაზე საუბრობდნენ. 


ახალგაზრდობაში პაგჰავი მეომარი იყო და მთელი ცხოვრება სპეციალურ დიეტას იცავდა: „ყოველ დილას ნახევარ კილოგრამ ნუშსა და ერბოს ვჭამ და სამ ლიტრ რძეს ვაყოლებ. ერთხელ შამანთან ვიყავი, რომელმაც რაღაც აბები მომცა, მაგრამ მაშინვე გადავყარე“.


რამაჯიტ პაგჰავი და მისი 50 წლის ცოლი შაკუნტალა შვილების დაბადებით ბედნიერები არიან და ღმერთს მადლობას სწირავენ, თუმცა მეორე ვაჟის გაჩენის შემდეგ გადაწყვიტეს, შეჩერდნენ, რადგან ფინანსური მდგომარეობა მეტი შვილის ყოლის საშუალებას არ აძლევთ. 
„შემთხვევით“ მესამე შვილის მშობლები რომ არ გახდნენ, მეუღლეები აპირებენ, სტერილიზაციის პროცედურები გაიარონ. 


„ბედნიერი ვარ, რომ მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მამა გავხდი. მემკვიდრის დაბადება ძალიან მსურდა და შივას მხოლოდ ამას ვთხოვდი. სექსი დღე-ღამეში სამჯერ ან ოთხჯერ მაქვს. მეზობლებს ჩემი შურთ და აინტერესებთ, საიდუმლო რაში მდგომარეობს. ყველაფერიო ღვთის ნებაა. მე ჯანმრთელი მამაკაცი ვარ და ცოლთან სექსი მსიამოვნებს“, - აღიარა რამაჯიტმა. 


კითხვაზე - ღელავს თუ არა შვილის მომავალზე, 96 წლის ინდოელი პასუხობს, რომ უმცროსი შვილის 10 წლის იუბილეს აუცილებლად აღნიშნავს, თუმცა ექიმებს მისი ოპტიმიზმი საეჭვოდ მიაჩნიათ. 
აღსანიშნავია, რომ ადრე ყველაზე ხანდაზმულ მამად 79 წლის ბრიტანელი რაიმონდ კალვერტი მიიჩნეოდა.
 

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge