"რუსთავი 2" - ის მხარდასაჭერად აქციაზე გიორგი გაბუნიაც მივიდა

  • 2020news.ge
  • 19 ივლისი 16:17

პარტია "ახალი საქართველოს" პოლიტიკური მდივანის პაატა მანჯგალაძის მიერ გავრცელებული ფოტოთი ირკვევა, რომ "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერად დღეს გიორგი გაბუნიაც იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ "პოსტსკრიპტიუმში" რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, მას ორი თვით აეკრძალა სამსახურეობრივი საქმიანობა.


სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა. ქიბარ ხალვაშმა შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის დირექტორად პაატა სალია დანიშნა. როგორც საჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტაცში წერია, დღეს შპს "სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

სრული ვერსიის ნახვა 2020news.ge