ქერა ქალი ადვილად მოსაპოვებელია?

  • funtime.ge
  • 19 ივლისი 15:58

ამ მოსაზრების სათავე საუკუნეებს მიღმა იმალება, კერძოდ კი - რომის იმპერიაში, რომელსაც ევროპაში, აფრიკასა და აზიაში საკუთარი კოლონიები ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ რომის სამართალი იმ დროისთვის პროგრესულად მიიჩნევა, ბევრი მაშინდელი კანონი დღეს სიცილის მომგვრელია. თუნდაც - ქერა ქალების მიმართ დამოკიდებულება...


 
იმპერიის ჯარების მრავალრიცხოვანი ლაშქრობების შემდეგ რომის ქუჩები ევროპიდან ჩამოყვანილი ტყვე ქალებით ივსებოდა. როგორც წესი, მათი უმეტესობა საროსკიპოებში ხვდებოდა და სექსუალური მონის ხვედრს იზიარებდა. 


ტყვე ქალებს შორის ბუნებრივად ქერა და ჟღალთმიანები სჭარბობდნენ, ამიტომ რომის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც, ყველა რომაელი მეძავი ვალდებული იყო, თმა ქერად ან წითლად შეეღება, რათა ვნებამოძალებულ მამაკაცებს პატიოსანი, წაბლისფერთმიანი ქალებისგან განესხვავებინათ.


არსებობს მოსაზრება, რომ იმ დროიდან მოყოლებული, მამაკაცების ქვეცნობიერს ქერა და ჟღალთმიანი ქალი მუქთმიანთან შედარებით, ადვილად მოსაპოვებელი ჰგონია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge