რისთვის სჭირდება ადამიანს ბრმა ნაწლავი ?

  • funtime.ge
  • 19 ივლისი 15:55

ბევრს აინტერესებს, მაინც რაში სჭირდება ადამიანის ორგანიზმს აპენდიქსი, თუ მის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს?

აპენდიქსი ერთი მხრიდან დახშული ღრუ მილია, რომელიც ბრმა ნაწლავს უერთდება და ფორმით ჭიაყელას წააგავს.


 
არასწორია მოსაზრება, რომ აპენდიქსი რუდიმენტია (რუდიმენტი - ორგანო, რომელმაც ორგანიზმის განვითარების პროცესში პირვანდელი მნიშვნელობა დაკარგა და განუვითარებელი ფორმის სახით დარჩა).
ის მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ნაწლავში არსებულ სასარგებლო ბაქტერიებს იცავს. 
ჟურნალი Time-ის ინფორმაციით, ამის შესახებ იუწყება მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ამ ორგანოს ევოლუციურ განვითარებას იკვლევდა. 


533 სახეობის ძუძუმწოვრის შესწავლის შედეგად, ამერიკელი ბიოლოგების ჯგუფი, ანთროპოლოგ ჰაიზერ სმიტის ხელმძღვანელობით, საინტერესო დასკვნამდე მივიდა: აპენდიქსის მქონე ცხოველთა სახეობებს, როგორც წესი, ბრმა ნაწლავში ლიმფოიდური ქსოვილების მაღალი კონცენტრაცია აღენიშნებათ. ეს ქსოვილი კი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს და ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების გამრავლების სტიმულაციას ახდენს.

სრული ვერსიის ნახვა funtime.ge