ზოდიაქოს ეს ნიშნები ზრდილობით და თავაზიანობით გამოირჩევიან

  • trend.ge
  • 19 ივლისი 15:36

1. სასწორი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები არასდროს კარგავენ თავაზიანობას, არასოდეს კარგავენ საკუთარ თავს.

როცა მათი შეხედულება სხვების აზრს არ ემთხვევა, ისინი მშვიდად გამოთქვამენ მოსაზრებს და ამავდროულად პატივისცემას გამოხატავენ სხვების მიმართ. სასწორს შეუძლია მშვიდად მოუსმინოს სხვას და არ სჩვევია ვინმეს გაკიცხვა, დაცინვა. ბულინგი ამ ადამიანებისგან შორსაა.


2. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ სხვების მიმართ პატივისცემა გამოხატონ. ახალგაცნობილ ადამიანს ის არასოდეს ექცევა ფამილარულად, არ დაუახებს მეტსახელს და გამოხატავს თავაზიანობას. რაიმის გაკეთებამდე ჯერ ნებართვას ითხოვს. ლომი სხვებისგანაც მსგავს პატივისცემას მოითხოვს.


3. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებმა ზედმიწევნით კარგად იციან თავაზიანად მოქცევის წესები და არასოდეს არღვევენ მათ. ქალწულებს არ უყვართ როცა სხვებს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებენ და ცდილობენ, რომ გარშემომყოფთა მიმართ ყოველთვის პატივისცემა გამოხატონ. ქალწულს არ სჩვევია ჭორაობა.


ის ცდილობს, რომ არ ილაპარაკოს ადამიანების ზურგს უკან. ურჩევნია, რომ ღიად უთხრას კონკრეტულ ადამიანს საკუთარი მოსაზრება, თუმცა ეს ისე გააკეთოს, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნის ზრდილობა და პატივისცემა. მოიქცეს ისე, რომ გული არავის ატკინოს.


4. ტყუპები - ტყუპები ცდილობენ არასოდეს დაკარგონ საკუთარი თავი და წონასწორობა, შეინარჩუნონ თავაზიანობა და პატივისცემა სხვებისადმი, თუმცა არის მომენტები, როცა ამას ვერ ახერხებენ. ტყუპები ყოველთვის ღიმილით შეგეგებებიან და ამით საკუთარ პატივისცემას გამოხატავენ. განსაკუთრებულ თავაზიანობას ისინი ახალგაცნობილი ადამიანების მიმართ იჩენენ.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge