"ქაიანი დედისერთაა, ბებია ზრდის სულ მიყვებოდა დედაჩემი ჩამოვა თურქეთიდან და ათას რამეს ჩამომიტანსო"

  • primetimenews.ge
  • 19 ივლისი 13:51

9 წლის კოსმონავტობაზე მეოცნებე ქაიან ბელქანიას პედაგოგის თქმით, ქაიანი პირველი კლასიდან ძალიან საინტერესო მოსწავლე იყო, აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში.

„პირველ კლასში რომ იყო, გაკვეთილის შემდეგ ვტოვებდი, წერა-კითხვაში ვამეცადინებდი, მაშინაც შეკითხვებს სვამდა, მოსწონდა ტექსტების წაკითხვა, აქვს უნიკალური ფანტაზიის უნარი, უყვარს პერსონაჟებთან გასაუბრება, თუმცა ასტრონიმიით გატაცება, სულ ახლახანს მესამე კლასის მიწურულს,მეორე სემესტრის დასასრულს აღმოაჩნდა... ძალიან განიცდიდა იმ ფაქტს, რომ დედა 2 წელზე მეტი ხნის უნახავი ჰყავდა, სულ მაგას მიყვებოდა დედაჩემი ჩამოვა თურქეთიდან და ათას რამეს ჩამომიტანსო. დედისერთაა, ბებია ზრდის.


ქაიანის დედა ჩამოვიდა ახლახან მაისის თვეში და სახლში შემოუყვანა ინეტრნეტი, სწორედ ამის შემდეგ დაინტერესდა ასტრონომიით და სწორედ ამ ფაქტმა, ასე ვფიქრობთ, იქონია პროვოცირება, რომ ერთბაშად „იფეთქა" ნიჭმა ამ ბავშვში. სხვა ახსნას ვერ ვპოულობთ... შეუჩერებლად საუბრობს კოსმოსზე, პლანეტებზე, გალაქტიკაზე... ქაიანის დედა აგვისტოში მიდის, ისევ ტოვებს ქაინს, ბრუნდება თურქეთში სამუშაოდ. ასტრონომიის გარდა ბუნებისმეტყველების საგანიც იტაცებას და ამაშია მისი უნიკალურობა, რომელსაც ვერაფრით ვხსნით...სპეციალისტებმა უნდა გამოიკვლიონ ეს ბავშვი, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მისი ნიჭი",- განუცხადა „პრაიმტაიმს" ქაიან ბელქანიას დამრიგებელმა მარინე ფიფიამ, რომელიც მას ქართულ ენასა და ლიტერატურას და მათემატიკას ასწავლის.


 


 

სრული ვერსიის ნახვა primetimenews.ge