Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიის მომხმარებლებს უთვალთვალებენ

  • imedinews.ge
  • 19 ივლისი 01:00

პენსილვანიის უნივერსიტეტის, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტისა და Microsoft-ის სპეციალისტების ერთობლივი კვლევის შედეგების მიხედვით, Google-ი და Facebook-ი პორნოგრაფიული ვებგვერდების მომხმარებლებს უთვალთვალებენ.

კვლევის ფარგლებში მათ პორნოგრაფიული ხასიათის 22,5 ათასი ვებგვერდები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, შესწავლილი ვებგვერდების 93% მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას მესამე პირებს გადასცემენ. Google-ი ინფორმაციას შესწავლილი საიტების 74%-დან იღებდა, პროგრამული უზრუნველყოფს მწარმოებელი Oracle-ი - 25%-დან, Facebook-ი კი 10%-დან.


პერსონალურ მონაცემთა ექსპერტები შიშობენ, რომ მონაცემებს მხოლოდ შესწავლილი საიტების 17% შიფრავს, დანარჩენი რესურსების მომხმარებლები კი ჰაკერების წინაშე დაუცველები არიან, წერს The New York Times-ი.


კვლევის თანახმად, „ინკოგნიტოს“ ფუნქცია მომხმარებლებს მონაცემთა გაჟონვისგან ვერ იცავს. ამ შემთხვევაში მონაცემები არ ინახება მომხმარებლების ისტორიაში, თუმცა მაინც მიეწოდება მესამე პირებს.


Google-ი და Facebook-ი მარკეტინგული მიზნებისთვის ამ მონაცემების გამოყენებას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პორნოგრაფიული ხასიათის ვებგვერდებზე რეკლამას არ ათავსებენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge