თამარ ჩუგოშვილი: აბსოლუტური დისკრედიტაცია მოახდინა საკუთარი თავის როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა

  • 19 ივლისი 00:13

„არავინ მისცემს უფლებას ნიკა გვარამიას, ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრასბურგის მოსამართლეს დაემუქროს“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება იმ განცხადებას და იმ პრესრელიზს, რომელიც გაავრცელა თვითონ სასამართლომ, ეს განცხადება არანაკლებ ყურადსაღებია, ვიდრე თვითონ გადაწყვეტილება ადამიანის უფლების ევროპული სასამართლოსი. რეაქციები, რომელიც ოპოზიციის თუ მოსარჩელის მხრიდან მოჰყვა გადაწყვეტილების გამოცხადებას, იყო მათთვის ჩვეული. ისინი ასე იქცევიან ხოლმე, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოსთვის, ალბათ, ყოვლად მიუღებელი, იმიტომ, რომ იყო თავდასხმის მცდელობები ამჯერად უკვე არა ქართულ სასამართლოზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოზე და ეს თავდასხმები იყო სხვადასხვა ფორმის, იყო ბრალის დადება და დაბრალება მათი ხან მოსყიდვის...“ - განაცხადსა ჩუგოშვილმა.


მისი თქმით, არავინ არ დაუშვებს და ვინ მისცემს იმის უფლებას ან ნიკა გვარამიას, ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრასბურგის მოსამართლეს დაემუქროს.


„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძალიან მტკივნეულად რეაგირებს მსგავს განცხადებებზე. მე მოვსწრებივარ ასეთ შემთხვევებს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. სტრასბურგის სასამართლოსთვის ყოვლად მიუღებელია და წარმოუდგენელია ის, რასაც ჩვენს ქვეყანაში ჰქონდა ადგილი წლების განმავლობაში, მათ პირდაპირ დაწერეს თავიანთ პრესრელიზში და ბატონ ნიკა გვარამიას უთხრეს, რომ, როგორც თქვენ ექცეოდით მოსამართლეებს, როგორც თქვენ მიმართავდით, როგორც თქვენ მოიხსენიებდით, როგორც ემუქრებოდით, ეს არის წარმოუდგენელი და მით უმეტეს, რა თქმა უნდა, არავინ არ დაუშვებს და ვინ მისცემს იმის უფლებას ახლა ან ნიკა გვარამიას ან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ სტრასბურგის მოსამართლეს დაემუქროს“. - აღნიშნა ვიცე სპიკერმა.


ჩუგოშვილის შეფასებით, უკვე აბსოლუტური დისკრედიტაცია მოახდინა საკუთარი თავის როგორც „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ისე „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა.


„რაც შეეხება, როგორ შევაფასებდი, მე მგონი, ისინი უკვე აბსოლუტური დისკრედიტაცია აქვთ საკუთარი თავის გაკეთებული, მოხდენილი როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორს. ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ისტერიული, არაადეკვატური ქცევები მათი მხრიდან აგონიურია. არ არის აგონიაში ყოფნა საჭირო, არაფერი არ იქცევა, ჩვეულებრივი გადაწყვეტილება მიიღო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ქვეყანა ცხოვრებას და ეს აგონია და ისტერიკა არის სრულიად ზედმეტი, თუმცა სხვა სახელს მე ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ, ერთი მხრივ იყო რაღაც გადავლა, ასე ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლოზე, რომელსაც თვითონ მიმართეს,თვითონ ამოირჩიეს. და როდესაც აღმოჩნდა, რომ უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია და ქართულ სასამართლოებს სწორი გადაწყვეტილებები გამოუტანიათ ამ საქმესთან დაკავშირებით, უცებ დაიწყეს მისი მიწასთან გასწორება. ნუ, ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის პრობლება არ არის, ბუნებრივია, ისინი ასეთ რაღაცას სერიოზულად არც განიხილავენ და არც შეხედავენ, უბრალოდ სასაცილო იქნება ეს ხალხი მათთვის, მეტი არაფერი...“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.