ანა ტყებუჩავა - მართლა ფიქრობთ რომ ჟურნალისტებს რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს

  • 18 ივლისი 22:06

მსახიობი ანა ტყებუჩავა წერს, რომ  "რუსთავი 2" შენობა არ არის და რეიტინგი და გამოცდილება ამ კედლებში არ დარჩება.

გთავაზობთ ანას სტატუსს:


"რა ვთქვა და რამდენჯერ, უკვე აღარ ვიცი, რატო არ გვაქვს ამ ქვეყანაში საშუალება, მშვიდად აკეთო შენი საქმე, ის რაც იცი და გამოგდის. „რუსთავი 2“ ხო შენობა არ არი?!  როგორ ფიქრობთ ამხელა ინფორმაცია, გამოცდილება და რეიტინგი კედლებში რჩება?! ნეტა, მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! მადლობა, გოგოებო და ბიჭებო თითოეული საათისთვის, რომელიც ოჯახთან ერთად გატარების მაგივრად, იყავით წვიმაში, ცეცხლში, წყალდიდობაში, ტყვიებში და ომში, იმისთვის, რომ ვინც სახლში ვიჯექით ამ დროს, გაგვეგო, რა ხდება და რატომ".