პატრულის თანამშრომლებ უნიფორმა შეიცვალა

  • 18 ივლისი 19:17

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლება გრძელდება - საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ახალი უნიფორმა აქვთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, საპატრულო პოლიციის რეფორმის შემდგომი ეტაპი გრძელდება. დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, პატრულ-ინსპექტორების სამუშაო ფორმა შეიცვლა.


თანამედროვე დიზაინის ახალი ფორმა და ფეხსაცმელი სპეციალურად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის არის შექმნილი, რომელიც ითვალისწინებს საერთაშორისო სტანდარტებს და დამზადებულია მაღალხარისხიანი მასალისგან. გარდა ამისა, ახალი უნიფორმა მაქსიმალურად მორგებულია პატრულ-ინსპექტორთა ყოველდღიურ საჭიროებასა და მათ ფუნქცია-მოვალეობებზე.