ნანუკა ჟორჟოლიანი: ყველანი პატივს ვცემთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა მოგვწონს, თუ არა

  • 18 ივლისი 18:37

"ჩვენ, ყველანი პატივს ვცემთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა მოგვწონს, თუ არა",-ამის შესახებ ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს. 

ტროლებო, კარგად მუშაობთ. ნიკა გვარამიას მსგავსი არაფერი უთქვამს. ჩვენ, ყველანი პატივს ვცემთ სტრასბურგის გადაწყვეტილებას მიუხედავად იმისა მოგვწონს, თუ არა. ასეა ბრძოლა ხანდახან შეიძლება წააგო, მაგრამ უნდა გააგრძელო იმიტომ რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამიტომაც ვაპირებთ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. წულიკიანმა ყველა პროცესი წააგო სტრასბურგთან და ჩვენ ამ ერთს ავიტანთ.


ძალა ევროპაშია
რუსეთი ოკუპანტია
ბრძოლა გრძელდება'