ცნობილია, ქვეყანა სადაც ნარკოტიკის მოხმარებისგან ყველაზე მეტი ადამიანი კვდება

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 18:04

შოტლანდიაში, ნარკოტიკის მოხმარებით სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. აქ სიკვდილის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია ევროპასა და მსოფლიოში.

გამოცემის ცნობით, შოტლანდიაში, სადაც 5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 2018 წელს ნარკოტიკების მოხმარების შედეგად ზედოზირებით 1 187 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ალკოჰოლით - 1 136.


მსოფლიოში ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლით შოტლანდიის შემდეგ, მეორეა ესტონეთი, შემდეგ შვედეთი და ნორვეგია. მეხუთე ადგილზე კი დიდი ბრიტანეთია. 

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge