სტრესის დაძლევის 8 მარტივი მეთოდი

  • trend.ge
  • 18 ივლისი 17:37

1. ისუნთქეთ ნელა და ღრმად - „როდესაც სტრესი გვაწუხებს, როგორც წესი, ჩვენ სწრაფად ვსუნთქავთ, და ვკარგავთ სიმშვიდეს“, - ამბობს ნეიროფსიქოლოგი, დევიდ ლუისი.

ის გვირჩევს, რომ სტრესის დროს 15 წუთით განვმარტოვდეთ და ვისუნთქოთ ნელა და ღრმად. შედეგად, დავმშვიდდებით სტრესი გაქრება.


2. მიირთვით ერთი ფინჯანი მწვანე ჩაი - ჩინელმა ექსპერტებმა აღმოაჩინეს, რომ მწვანე ჩაი ადამიანს სტრესის დამარცხებაში ეხმარება. ის შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც ადამიანზე დამამშვიდებლად მოქმედებენ. ფსიქოლოგი ბრიუს გრინსბურგი ამბობს, რომ მწვანე ჩაის მირთმევა სტრესთან საბრძოლველად ერთ-ერთი ყველა ეფექტური მეთოდია.


3. მიირთვით როდიოლა - ეს არის მცენარე, რომელიც ორგანიზმს სეროტონინით გაამდიდრებსდა დამშვიდებაში დაგეხმარებათ. მცენარე ადამიანს ეხმარება ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების დაძლევაში. ის აწესრიგებს საჭმლის მომნელებელი ორგანოების მუშაობას, ზრდის კორტიზოლის დონეს და გეხმარებათ სტრესის დაძლევაში. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ საჭმელში როდიოლას დაფქვილი სახით გამოყენებას.


4. ვინმესთან ფიზიკური სიახლოვე, ფიზიკური კონტაქტი სტრესის დაძლევის კიდევ ერთი ეფექტური საშუალებაა - ციურიხის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევართა დასკვნით, თუ საყვარელ ადამიანს დამღლელი დღის ბოლოს 10 წუთის განმავლობაში ჩაეხუტებით, სტრესი გაქრება და სიმშვიდეს იპოვნით. ასევე, სტრესის დამარცხებაში დაგეხმარებათ მასაჟი კისრის არეში, თუმცა განსაკუთრებით ეფექტური საყვარელ ადამიანთან ჩახუტება და კოცნაა.


5. საღეჭი რეზინი - პროფესორი ენდრიუ შული ამბობს, რომ საღეჭი რეზინის ღეჭვა შფოთვას ამცირებს და ადამიანს სტრესის დაძლევაში ეხმარება. რაც უფრო სწრაფად ღეჭავთ მას, მით უფრო სწრაფად მშვიდდებით.

სრული ვერსიის ნახვა trend.ge