ზოოპარკში პანდას დაბადების დღე გადაუხადეს

  • imedinews.ge
  • 18 ივლისი 15:04

პანდას, რომელიც ბერლინის ზოოპარკში ბინადრობს 9 წელი შეუსრულდა. 

ზოოპარკის თანამშრომლებმა მას იუბილე ტორტით მიულოცეს. პანდამ, სახელად ჯიაო ქინგი, წონის მიუხედავად (110 კგ-ს იწონის) უპრობლემოდ მიირთვა სპეციალურად მისთვის მომზადებული ტორტი, გაყინული ბოსტნეულის შიგთავსით.


ზოოპარკში მეორე ბინადარი პანდა, მკურნალობის გამო, მის გვერდით არ იყო. ზოოპარკის თანამშრომლები იმედოვნებენ, რომ მალე მენგ მენგ-ის ორსულობის ამბავსაც იზეიმებენ.

სრული ვერსიის ნახვა imedinews.ge